Accessibility links

logo-print

თეირანში გრძელდებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა


თეირანში გრძელდებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები, ძირითადად სტუდენტები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე რელიგიური კონსერვატორი პირების გავლენის შემცირებას მოითხოვენ.

თეირანში გრძელდებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები, ძირითადად სტუდენტები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე რელიგიური კონსერვატორი პირების გავლენის შემცირებას მოითხოვენ.
წუხელ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაჭრილია არაერთი ადამიანი. შეტაკება დაიწყო, როცა სტუდენტებმა სცადეს გაერღვიათ პოლიციის ალყა, რომელიც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს შემოარტყეს, იუწყება "რადიო ფარდის" კორესპონდენტი. მომხდარს ათასობით მოქალაქე ესწრეოდა. ზოგი მათგანი სტუდენტთა ლოზუნგებს აჰყვებოდა ხოლმე. ირანის ხელისუფლება აშშ-ს ადანაშაულებს, რომ აქეზებს სტუდენტებს ამბოხისკენ. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა ალი აკბარ რაფსანჯარიმ პარასკევს თქვა, რომ სტუდენტები არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში, როგორც მან უწოდა "ამერიკულმა შეთქმულებამ". რაფსანჯანის გამოსვლა მოჰყვა ირანის სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გამოსვლას:
[ხამენეის ხმა] "ამერიკელები გლობალურ დიქტატურას ესწრაფვიან, მაგრამ არ იციან, რომ გლობალურ დიქტატურას, განსაკუთრებით ხიშტებსა და ტყვიებზე დამყარებულს, მოერევიან მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოები, არც ერთი თავისუფალი და მტკიცე ქვეყანა არ შეეგუება დიქტატურას, მით უმეტეს საკუთარ ქვეყანაში".
ხამენეის გამოსვლა ტელევიზით გადაიცა.
XS
SM
MD
LG