Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში დააკავეს კიდევ ხუთი


საუდის არაბეთში დააკავეს კიდევ ხუთი პირი, რომლებიც ელ-რიადში გასულ თვეს მომხდარ აფეთქებათა მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი.

საუდის არაბეთში დააკავეს კიდევ ხუთი პირი, რომლებიც ელ-რიადში გასულ თვეს მომხდარ აფეთქებათა მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი.
12 მაისს მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად ელ-რიადში 34 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი დაიჭრა. როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაიეფ ბინ აბდულ-აზიზმა განაცხადა, ეჭვმიტანილები ხუთშაბათსა და პარასკევს დააპატიმრეს. მისივე თქმით, ხსენებული ტერაქტების გამოძიების მსვლელობისას უკვე 30 ადამიანია დაკავებული. მინისტრმა განაცხადა აგრეთვე, რომ საუდის არაბეთის უშიშროების სამსახურის მესვეურნი ფიქრობენ, რომ აფეთქებები ელ-რიადში, "ალ-ყაიდის" მოწყობილია.
XS
SM
MD
LG