Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა ოფიციალური შედეგი ჩეხეთის რესპუბლიკაში


გამოქვეყნდა ოფიციალური შედეგი ჩეხეთის რესპუბლიკაში შაბათს დამთავრებული ორდღიანი რეფერენდუმისა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.

გამოქვეყნდა ოფიციალური შედეგი ჩეხეთის რესპუბლიკაში შაბათს დამთავრებული ორდღიანი რეფერენდუმისა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
ამომრჩეველთა 77.3-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის შესვლას ევროკავშირში. რესპუბლიკის სტატისტიკური სამმართველოს ცნობით, რეფერენდუმში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 55.2 -მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ შპიდლა მიესალმა ამ სავალდებულო რეფერენდუმის შედეგს, რომელმაც ცხადყო, რომ ჩეხებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება [ვლადიმირ შპიდლას ხმა]: "რეფერენდუმის შედეგმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა თანახმაა ევროკავშირში შესვლაზე. ვფიქრობ ეს, შესანიშნავი შედეგია". ევროკომისია ასევე მიესალმა ჩეხეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს.
XS
SM
MD
LG