Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ


ამ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ ჩაშლა ემუქრება ლიბერიაში.

ამ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ ჩაშლა ემუქრება ლიბერიაში.
მეამბოხეთა მთავარმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი არ გადადგება. ტეილორი თავის მხრივ უარს ამბობს გადადგომაზე 2004 წლამდე, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება. გაეროს მიერ დაარსებულმა საერთაშორისო ტრიბუნალმა, მეზობელ სახელმწიფო სიერრა-ლეონეში სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა ლიბერიის პრეზიდენტს და მის გაცემას მოითხოვს. 14-წლიანი სამოქალაქო ომის მსვლელობისას მეამბოხეებმა ლიბერიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს და ახლა რამდენიმე კილომეტრითღა არიან დაშორებული დედაქალაქ მონროვიიდან. ქალაქს, ასეული ათასობით ლტოლვილმა შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG