Accessibility links

logo-print

ისრაელისა და პალესტინის უშიშროების სამსახურების


ისრაელისა და პალესტინის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა რეგიონში მიმდინარე ძალადობის ფაქტების შესახებ მოლაპარაკებას შეუდგნენ.

ისრაელისა და პალესტინის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა რეგიონში მიმდინარე ძალადობის ფაქტების შესახებ მოლაპარაკებას შეუდგნენ.
ჯერჯერობით არ არის ოფიციალური ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგების შესახებ, რომელსაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. პალესტინის ინფორმაციის მინისტრმა ნაბილ ამრმა განაცხადა: [ამრის ხმა] "ამ საღამოს მოლაპარაკებათა კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრას ისრაელის წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, ისრაელები ჩვენს მოსაზრებას გაიზიარებენ". ისრაელის რადიო იტყობინება, რომ ისრაელი სამხედროები ღაზის სექტორის დატოვებას აპირებენ. ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარის გამოსვლა შესაბამისობაში იქნება შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმასთან, რომლის ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, 4 ივნისიდან დღემდე პალესტინელ თვითმკვლელ მოიერიშეთა მიერ განხორციელებული ტერაქტებისა და ისრაელი სამხედროების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად რეგიონში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრის დასრულებისკენ მოწოდებით დღეს რომის პაპი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG