Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანული ყაყაჩოთი, ჰეროინით ვაჭრობა ყვავის


მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ყაყაჩოს მოყვანა და ჰეროინის წარმოება ავღანეთში გრძელდება. ეს ქვეყანა შარშანდელი მონაცემებით ოპიუმის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

ავღანელი ჟურნალისტი გულნურ ბაჰმანი ამ ქვეყნის ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი კომისიის წევრია, რომელმაც ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში მოსახლეობამ იცის იქ ჰეროინის ლაბორატორიების არსებობის, ასევე მდინარე ომუს საიდუმლო ხეობის შესახებ, რომლის გავლითაც კონტრაბანდისტებს აკრძალულ ტვირთი მეზობელ ტაჯიკეთში გადააქვთ. ბაჰმანის მონათხრობის მიხედვით, ერთ-ერთ სოფელში ხალხმა გადაწყვიტა თვითონ მოუაროს ამ საქმეს: [ბაჰმანის ხმა] "კონფლიქტი მოხდა შაჰრ-ე ბოზორგის რაიონის მოსახლეობასა და იქაურ საველე მეთაურს მოლა მუჰამად ნაბის შორის ომუს ხეობაში ნარკოტიკების სატრანსპორტო გზის თაობაზე. სოფელ დუვუნგის მცხოვრებლებმა დაანგრიეს გზა და შეუტიეს გუშაგებს, იმ მოტივით , რომ ეს მათ სოფელს სახელს უტეხს. მოლამ თავის ხალს იარაღი მისცა და ისინი სოფელს დაესხნენ თავს. ორი მოსახლე მოკლეს, ერთი დაჭრეს და გზა აღადგინეს". ამის გამო, როგორც ბაჰმანი ამბობს, სოფლის მცხოვრებლები იძულებული არიან ყურადღება არ მიაქციონ ნარკოტიკების წარმოებას და ვაჭრობას. ბაჰმანისვე განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლები უმწეო არიან რაიმე იღონონ უკანონობის წინააღმეგ. მისი ნაამბობით, ბადახშანის უშიშროების სამსახურმა დაიჭირა ერთი კონტრაბანდისტი, მაგრამ ადგილობრივი მეთაურის მოთხოვნით კვლავ გაუშვა. ბაჰმანი ამბობს, რომ შეუძლებელია ნარკოტიკებით კონტრაბანდის წინაღმდეგ ბრძოლა, ამ საქონლით ვაჭრობა საზღვრისპირა ზოლში ღიად ხდება. ნარკოტიკებით კონტროლის სახელწიფო კომისიის თავმჯდომარე აბდულაი ელოჰი კი ამბობს, რომ ვერ ვებრძვით შესაძლებელ კავშირს ნარკოტიკების მოვაჭრეებსა და ადგილობრივ მათაურებს შორის, ამგვარი კავშირი საიდუმლოა და შესაბამისად, მთავრობისთვის, თუ თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ მოხსნებებში, ისინი არასოდეს ფიგურირებს. გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში 2002 წელს ყაყაჩო მოჰყავდათ 75 ათას ჰექტარზე. ქვეყანაში, სადაც საშუალო წლიური შემოსავალი 179 დოლარია, გლეხებს, ვინც ამ საქმეს მისდევს, წლიურად 6-ნახევარ ათასამდე დოლარის მოგება შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბების რეჟიმი, ასევე "ალ ყაიდის" გაერთიანება, ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული სახსრებით არსებობდნენ. ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, ყაყაჩოს პლანტაციების მოსპობა შეუძლებელია ძალით. ოპიუმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელიც გლეხებს აქვთ და რომლის სანაცვლოდ ალტერნატიული ფორმის შეთავაზების გარეშე, ისინი ამ პლანტაციებს არ მოსპობენ. არადა მთავრობას არ აქვს საშუალება ამ ეტაპზე გლეხებს სხვა რამ შესთავაზოს, იგი თვით გლეხების მოთხოვნაზეც კი უარს ამბობს.
არის სხვა პროობლემაც, რომელიც ჩვენს კორესპონდენტს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰელალუდინ ჰელაიმ განუმარტა: მისი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ ხალხის განიარაღება, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობას მისდევს და მას იცავს: [ჰელაის ხმა] "იმედია, რომ უპასუხისმგებლო შეიარაღებული პირები განიარაღდებიან, მე კანონის უზენაესობას ვანიჭებ უპირატესობას, პოლიციას მეტი ძალა უნდა ჰქონდეს კანონის გასატარებლად პროვინციებში. ადგილობრივი პოლიციას, ცენტრალური პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინც პასუხისმგებელია ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის, მეტ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლისა. სანამ ადგილობრივი მეთაურები მართავენ პროვინციებს, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამას". ავღანეთის ნარკოტიკების წინაღამდეგ მებრძოლი უწყებების პოზიცია ასეთია: საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ამ ქვეყანაში დაიძლიოს ნარკოტიკებით ვაჭრობა, რასაც გავლენიანი საერთაშორსო სინდიკატები აკონტროლებენ. მეზობელი ტაჯიკეთის ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი გაერთიანების წარმომადგენელმა ავაზ იულდოშევმა ჩვენს "რადიოს" შარშან უთხრა, რომ ბოლო 18 თვეში, ავღანეთში საერთაშორისო ჯარის ყოფნის მუხედავად, ნარკოტიკის კონტრაბანდა ტაჯიკეთში საგრძნობლად გაიზარდა. ტაჯიკეთიდან და შუა აზის სხვა ქვეყნებიდან, ოპიუმი და ჰეროინი დასავლეთში ვრცელდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG