Accessibility links

logo-print

"აშშ რეალურად არის დაინტერესებული აფხაზეთის


"აშშ რეალურად არის დაინტერესებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებით",

"აშშ რეალურად არის დაინტერესებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებით",
განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთის პრობლემა ამერიკის ადმინისტრაციასთან სერიოზულად განიხილება.
შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, თედო ჯაფარიძის ხელით წერილი გაუგზავნა თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს. დღესვე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს მან აფხაზეთის თემატიკა განიხილა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწესთან კონდოლიზა რაისთან, სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილესთან რიჩარდ არმიტაჯთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას.
XS
SM
MD
LG