Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარუმატებლად დამთავრდა ეგვიპტის დელეგაციის მოლაპარაკება


წარუმატებლად დამთავრდა ეგვიპტის დელეგაციის მოლაპარაკება პალესტინელთა უმთავრესი დაჯგუფებების ლიდერებთან,

წარუმატებლად დამთავრდა ეგვიპტის დელეგაციის მოლაპარაკება პალესტინელთა უმთავრესი დაჯგუფებების ლიდერებთან,
რომელიც ღაზაში გაიმართა და ისრაელთან ზავის მიღწევას ისახავდა მიზნად. თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას მალე განაახლებენ. "ჰამასმა", "ისლამურმა ჯიჰადმა" და სხვა რადიკალურმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შეიარაღებულ ბრძოლაზე მხოლოდ მას შემდეგ იტყვიან უარს, რაც ისრაელის ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებზე იერიშებს შეწყვეტს. გარდა ამისა, ეს ორგანიზაციები ისრაელისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს ოპერაციები პალესტინელ მეამბოხეთა ლიდერების განადგურების მიზნით. "ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ აბუ-შანაბმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია გულდასმით ეცნობა ეგვიპტის დელეგაციის წინადადებებს, მაგრამ პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები ზავზე დათანხმდებიან. დღესვე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გაიმეორა, რომ ვიდრე პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება ტერორს არ აღკვეთს, ისრაელი ხელს არ აიღებს ტერორისტთა ლიკვიდაციისკენ მიმართულ კამპანიაზე.
XS
SM
MD
LG