Accessibility links

logo-print

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა ბაღდადის


აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა ბაღდადის დასავლეთით ჩაატარეს მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა ბაღდადის დასავლეთით ჩაატარეს მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია
სადამ ჰუსეინის შეიარაღებულ მხარდამჭერთა განადგურების მიზნით. ოპერაციაში მონაწილეობდა ათასობით სამხედრო მოსამსახურე, ტანკები და შვეულმფრენები. ქალაქ ქალდიაში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებსაც იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება უპოვეს. გუშინ, ბაღდადის ჩრდილოეთით, ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელთა ორ სამხედრო ავტოკოლონას. ამ თავდასხმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შემდეგ - ღამით - აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ გამოაცხადა, რომ ერაყში ახალ ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს. ერაყის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ იმ პირებს, ვისაც იარაღით ხელში დააკავებენ, ჯარიმა და პატიმრობა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG