Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პრემიერის არიელ შარონის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გადაარჩინოს ახლო აღმოსავლეთის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პრემიერის არიელ შარონის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გადაარჩინოს ახლო აღმოსავლეთის
სამშვიდობო გეგმა და განაახლოს მოლაპარაკება პალესტინელებთან. თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა ეს საფრანგეთის ხელისუფლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ნათქვამი მოჰყვა პალესტინელთა პრემიერის მაჰმუდ აბასის შეხვედრას ამერიკელ დიპლომატთან ჯონ ვულფთან. ამ შეხვედრაზეც სამშვიდობო გეგმის გადარჩენაზე ილაპარაკეს. აბასი, ცნობის თანახმად, პალესტინელთა შეიარაღებულ ჯგუფებთან, მათ შორის ჰამასთან შეხვედრას აპირებს.
XS
SM
MD
LG