Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ისლამური მთავრობის მოწინააღმდეეგ რადიკალური


ირანის ისლამური მთავრობის მოწინააღმდეეგ რადიკალური ჯგუფის "სახალხო მოჯაჰედების" წარმომადგენლები აცხადებენ,

ირანის ისლამური მთავრობის მოწინააღმდეეგ რადიკალური ჯგუფის "სახალხო მოჯაჰედების" წარმომადგენლები აცხადებენ,
რომ საფრანგეთის მათ ოფისებში მოწყობილი რეიდები უკანონო იყო. საფრანგეთის 1300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომლის სამიზნე ამ გაერთიანების 13 ოფისი იყო. ბრძანება ამ ოპერაციის შესახებ გასცა საფრანგეთის ანტიტერორისტული გამოძიების უწყების უფროსმა. შინაგან სამქეთა სამინისტროს თანახმად, ეს ოფისები საეჭვო დაფინანსების საორგანიზაციო, საკომუნიკაციო და ოპერატიული ბაზები იყო. აშშ-ის და ევროპის კავშირის მიერ ეს ორგანიზაცია ტერორიტულად არის გამოცხადებული. ლონდონში მომხდარის გამო ირანელმა მამაკაცმა დღეს საფრანგეთის საელჩოსთან ცეცხლი წაიკიდა. ამ დაპატიმრებების მიმათ პროტესტი გერმანიაშიც გამოთქვეს ირანელებმა ემიგრანტებმა.
ირანის მთავრობა მიესალმა საფრანგეთში "სახალოხო მუჯაჰედების" წევრების დაპატიმრებას.


"სახალხო მოჯაჰედები" ისლამურ მთავრობას ეწინააღმდეგებიან, მათი იატაქვეშა ქსელი მოქმედებს ევროპასა და ირანში. ორგანიზაციას შეიარაღებული ბაზა ჰქონდა ერაყში ჰუსეინის დროს და ახლა ხელი მოაწერა ზავს აშშ-ის არმიასთან.
XS
SM
MD
LG