Accessibility links

ბრიტანეთი შეუერთდა დღეს ევროპის კავშირის


ბრიტანეთი შეუერთდა დღეს ევროპის კავშირის, რუსეთის და აშშ-ის გაფრთხილებას ირანისადმი, ნება დართოს ინსპექტორებს შეამოწმონ მისი ბირთვული პროგრამა,

ბრიტანეთი შეუერთდა დღეს ევროპის კავშირის, რუსეთის და აშშ-ის გაფრთხილებას ირანისადმი, ნება დართოს ინსპექტორებს შეამოწმონ მისი ბირთვული პროგრამა,
რათა დარწმუნდნენ, რომ ის მართლაც სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. გაეროს ატომურ ენერგეტიკის სარეათშორსო სააპგენტროს მოწოდებას ინსპექტორების შეშვებაზე ირანმა ერთხელ უარი უთხრა. ირანის თანახმად, ის არ ეთანხმება ამგვარ მოთხოვნას, სანამ არ მოუხსნიან მას ბირთვულ ტექნოლიგიაზე დაშვების აკრძალვას. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხალილ მუსავმა "ასოშეიტედ პრესს" უთხრა, რომ თეირანი დადებითად ეკიდებოდა ატომური ენერგიის სააგენტოს წინადადებას შეუზღუდავად დაეშვა ინსპექტორები თავის ბირთვულ ობიექტებზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო შეეხო ირანში ოპოზიციის ძალების გამოსვლებს, მან თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანამ თვითონ უნდა მოუაროს, გარედან ჩარევის გარეშე.
XS
SM
MD
LG