Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა რობინ


ბრიტანეთის კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა რობინ კუკმა, რომელიც დღეს გამოვიდა პარლამნეტის სხდომაზე,

ბრიტანეთის კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა რობინ კუკმა, რომელიც დღეს გამოვიდა პარლამნეტის სხდომაზე,
რომელიც ერაყის თაობაზე სადაზვერვო მასალების გამოყენების საკითხს განიხილავს, თქვა, რომ მთავრობა ამ მასალის ნაწილს იყენებდა, რათა ერაყში ომი გაემართლებინა. კუკს, რომელიც ერაყთან ომში ბრიტანეთის მთავრობის მონაწილეობის მიმართ პროტესტსი ნიშნად გადადგა თემთა პალატის თავმჯდომარის პოსტიდან, სჯერა, რომ სადაზვერვო მასალას იყენებდნენ ომის მომხრე იმ პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც უკვე გადაწყვეტილი იყო.
სხდომაზე გამოვილდა ასევე კლეარ შორტი, საერთაშორისო განვითარების ყოფილი მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ მთავრობამ გააზვიადა საფრთხე, რომელიც ერაყიდან მოდიოდა. აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობებს ბრალდებას უყენებენ, რომ დაზვერვის მასალებს ერაყის შესახებ აზვიადებდნენ რათა სამხედრო აქციის დაწყება გაემართლებინათ. აშშ-ის სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა კარლ ლევინმა განაცხადა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მტკიცების მიუხედავად, ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ დამაჯერებელი მონაცემები გაეროს განირაღების ინსპექტროებისთვის არ წარუდგენიათ.
XS
SM
MD
LG