Accessibility links

logo-print

პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი


პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი დღეს კვლავ შეხვდა ექსტრემისტული დაჯგუფებების ლიდერებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ შეწყვიტონ ისრაელთა წინააღმდეგ თავდასხმები.

პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი დღეს კვლავ შეხვდა ექსტრემისტული დაჯგუფებების ლიდერებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ შეწყვიტონ ისრაელთა წინააღმდეგ თავდასხმები.
შეხვედრის შედეგები არ გამოქვეყნებულა. გუშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. გუშინვე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის მანქანას. დაიღუპა 7 წლის გოგონა. მისი მამა და და დაიჭრნენ. ღაზის სექტორში, ქალაქ რაფალაში, დღეს ისრაელის ჯარებმა რეიდი ჩაატარეს ლტოლვილთა ბანაკში. დანგრეულ იქნა ორი სახლი, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივისტებს ეკუთვნოდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავაც დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია პალესტინელებსა და ისრაელს შორის ძალადობის შეწყვეტა.
XS
SM
MD
LG