Accessibility links

logo-print

ირანმა უარყო ბრალდება, რომ იგი


ირანმა უარყო ბრალდება, რომ იგი თითქოს არ ასრულებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.

ირანმა უარყო ბრალდება, რომ იგი თითქოს არ ასრულებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.
ატომური ენერგიის სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა, ალი აკბარ სალეხიმ ვენაში განაცხადა, რომ თეირანი მკაცრად იცავს ხელშეკრულებას. სააგენტოს ხელმძღვანელობა განიხილავს ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანმა უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში არაერთხელ დაარღვია წესები, რომლებიც ითვალისწინებს ბირთვული მასალების იმპორტის, გადამუშავებისა და შენახვის დეკლარირებას. შეერთებული შტატები ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ ატომური ენერგიის სააგენტომ ირანი სცნოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დამრღვევად. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში შევა განსახილველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ არ შეეგუება ირანში ბირთვული იარაღის არსებობას.
XS
SM
MD
LG