Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა


პარიზში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ეიფელის კოშკთან გამართულ დემონსტრაციაზე, რომელზეც პროტესტი გამოთქვეს ირანელი ოპოზიციონერების დაპატიმრების გამო.

პარიზში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ეიფელის კოშკთან გამართულ დემონსტრაციაზე, რომელზეც პროტესტი გამოთქვეს ირანელი ოპოზიციონერების დაპატიმრების გამო.
დემონსტრაციამდე კიდევ სამმა ირანელმა (ორმა იტალიაში, ერთმა კი შვეიცარიაში) სცადა თავის ცოცხლად დაწვა საფრანგეთში ორგანიზაცია "სახალხო მუჯაჰედინების" წევრთა შეპყრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ასე, რომ უკვე სულ ცოტა 8 ადამიანმა წაიკიდა ცეცხლი მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პოლიციამ პარიზში სამშაბათს "სახალხო მუჯაჰედინების" დაახლოებით 160 წევრი დააპატიმრა. დაპატიმრებულების უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, პატიმრობაში რჩება "სახალხო მუჯაჰედინების" ერთ-ერთი ლიდერი მარიამ რაჯავი. საფრანგეთის ხელისუფლება ამ ორგანიზაციას ტერორიზმში და ევროპაში ირანის დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების მზადებაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG