Accessibility links

logo-print

ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და


ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ბაღდადში ამერიკელების სამხედრო ამბულატორიაზე ჭურვით თავდასხმის შედეგად.

ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ბაღდადში ამერიკელების სამხედრო ამბულატორიაზე ჭურვით თავდასხმის შედეგად.
ამერიკელი სამხედროების თქმით, თავდასხმა განხორციელდა ამბულატორიაში დაჭრილი ჯარისკაცის მიღებისას. მანამდე კი, ღამით, ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმა მოეწყო ქალაქ სამარაში. ამერიკელი სამხედროების თქმით, ერთი ერაყელი მამაკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა ჰუმანიტარული დახმარების ოფისში აფეთქების შედეგად. დასავლელი მოკავშირეების მხარეზე არავინ დაშავებულა. ასევე ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი სერჟიო ვიეირა და მელიო ჩავიდა ქალაქ არბილში, ქურთების კონტროლ ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ ერაყში ადგილობრივ ლიდერებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG