Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში დაიწყო ევროკავშირის სამდღიანი სამიტი


საბერძნეთში დაიწყო ევროკავშირის სამდღიანი სამიტი, რომელზეც ევროპის კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელებენ.

საბერძნეთში დაიწყო ევროკავშირის სამდღიანი სამიტი, რომელზეც ევროპის კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელებენ.
ამ საკითხზე დებატებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ათი ქვეყნის ლიდერებმაც, ისევე როგორც მოლაპარაკებებში არაკანონიერი იმიგრაციისა და საგარეო-პოლიტიკური საკითხების შესახებ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ ევროპის კონსტიტუციის პროექტს "ევროპის მიერ წინ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი" უწოდა. ამასობაში, ქალაქ თესალინიკეში, რომლის მახლობლად მიმდინარეობს ევროკავშირის სამიტი, დაახლოებით 6 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა სამიტის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. მოსალოდნელია, რომ საპროტესტო გამოსვლებს კვირის მიწურულს ათი ათასობით დემონსტრანტი დაემატება.
სამიტის მონაწილეების დასაცავად განთავსებულია დაახლოებით 15 ათასი ბერძენი პოლიციელი და ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG