Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის


ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დაწყებამდე ამ ქვეყნის წარგზავნილი ჯონ ვულფი შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დაწყებამდე ამ ქვეყნის წარგზავნილი ჯონ ვულფი შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს.
ვულფი შეხვდა ისრაელის თავდაცვის მინისტრ შაულ მოფაზს იერუსალიმში, ვიდრე მიაშურებდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაჰს, იქ პალესტინელ ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად. აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი კოლინ პაუელი კი ხვალ ჩავა ისრაელში პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან მოსალაპარაკებლად. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა პალესტინელების პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასთან. შეხვედრების მთავარი თემაა ბოლო სამშვიდობო გეგმა "საგზაო რუკა", რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ გეგმის მხარდაჭერაზე ჯერ-ჯერობით უარს ამბობენ პალესტინელი ექსტრემისტების დაჯგუფებები. ხუთშაბათს პალესტინელმა თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქება მოაწყო ჩრდილოეთ ისრაელში. მის გარდა დაიღუპა ერთი ისრაელი მოქალაქე. იუწყებიან აგრეთვე, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის არმიამ ებრაელთა დასახლების ევაკუაცია მოახდინა.
XS
SM
MD
LG