Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირის


ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის პირველი პროექტი და ის სახელმწიფოთა მზარდი ბლოკის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისკენ

ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის პირველი პროექტი და ის სახელმწიფოთა მზარდი ბლოკის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისკენ
გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ შეაქო კონსტიტუციის პროექტი და აღნიშნა, რომ მას უფრო ნათელი და მარტივი ევროკავშირისკენ მივყავართ, რომლის საქმიანობაც გასაგები იქნება მისი მოქალაქეებისათვის. სამიტის გამო საბერძნეთში საპროტესტო აქციები მოეწყო, რომლებსაც მანამდეც ელოდნენ. პოლიციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც თავის მხრივ ქვებსა და სხვა საგნებს ისროდნენ, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის პირველი პროექტი და ის სახელმწიფოთა მზარდი ბლოკის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ შეაქო კონსტიტუციის პროექტი და აღნიშნა, რომ მას უფრო ნათელი და მარტივი ევროკავშირისკენ მივყავართ, რომლის საქმიანობაც გასაგები იქნება მისი მოქალაქეებისათვის. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ არიან მზად მიიღონ გადაწყვეტილება შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის გოლბალურ ფონდში შესატანი თანხის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე მოუწოდა დონორებს ვაშინგტონისავე მსგავსად 100 მილიონი დოლარი შეწირონ ფონდს. ევროკავშირის სამიტზე ევროპის ცენტერალური ბანკის პრეზიდენტად საფრანგეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ტრიშე დაასახელეს. მისი კანდიდატურა მოგვიანებით უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების მიერ.
XS
SM
MD
LG