Accessibility links

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სამთავრობო შენობების


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სამთავრობო შენობების მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით დაინგრა ჩეჩნეთის იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და პოლიციის შენობები.

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სამთავრობო შენობების მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით დაინგრა ჩეჩნეთის იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და პოლიციის შენობები.
თვითმხილველთა თქმით, გროზნოში ასაფეთქებელი მასალით აღჭურვილი მანქანა აფეთქდა. ჩეჩნეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ აფეთქება ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა. ინტერფაქსი ჩეჩნეთის გენერალურ პროკურორ ვლადიმირ კრავჩენკოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასაფეთქებელი მასალით აღჭურვილ მანქანაში, რომელიც აფეთქების წყარო გახლდათ, იპოვნეს ქალისა და კაცის გვამები. კრავჩენკოსავე თანახმად, დაშავდა 25 ადამიანი, დაღუპულებზე ზუსტი ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG