Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძაბება აშხაბადისა და მოსკოვის ურთიერთობა


იძაბება აშხაბადისა და მოსკოვის ურთიერთობა, რაც თურქმენეთის მიერ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების გაუქმებით არის გამოწვეული. რუსეთის დუმამ პარასკევს მიიღო დეკლარაცია,

იძაბება აშხაბადისა და მოსკოვის ურთიერთობა, რაც თურქმენეთის მიერ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების გაუქმებით არის გამოწვეული. რუსეთის დუმამ პარასკევს მიიღო დეკლარაცია,
რომლითაც გამოხატა ღრმა შეშფოთება თურქმენეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ თურქმენეთის მიერ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას რუსეთის მთავრობა არ სცნობს.. თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის ბრძანებულების თანახმად, მომავალი კვირიდან არც ერთ რუსს აღარ შეეძლება ორმაგი მოქალაქეობის ქონა. ამას გარდა, თურქმენეთი აპირებს მის წინააღმდეგ რუსეთის მედიისა და ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდის გამო გაეროში იჩივლოს.
XS
SM
MD
LG