Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული


ვაშინგტონის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული,

ვაშინგტონის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული,
რომ "გზამკვლევის" სახელით ცობილი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის პირობები განუხრელად შეასრულონ კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მომავალ კვირაში რეგიონს, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი კონდოლიზა რაისი ეწვევა. პარასკევს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდა და მოუწოდა - გაიყვანოს თავისი ჯარი ღაზის სექტორის ჩრდილოეთი რაიონებიდან, აგრეთვე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ბეთლემიდან მაშინაც კი, თუ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები დაზავებაზე იტყვიან უარს. პალესტინელთა მთავრობის მეთაურთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას პაუელმა მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG