Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს 2


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს 2 სამხედრო მეთვალყურე გაიტაცეს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს 2 სამხედრო მეთვალყურე გაიტაცეს.
ერთი მათგანი რუსეთის მოქალაქე, მაიორი იგორ ბირიუკოვია; მეორე ტუნისის მოქალაქეა, მაგრამ ცნობაში მისი გვარი არაა მოხსენიებული. ინციდენტი ხუთშაბათს ღამით მოხდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ბენიში, როცა შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა სახლში, სადაც სამხედრო მეთვალყურეები ცხოვრობდნენ. გატაცებულები შედიოდნენ გაეროს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაზავების პირობათა შესრულებას უწევს მეთვალყურეობას.
XS
SM
MD
LG