Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი დარწმუნებულია იმაში, რომ ირანი,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი დარწმუნებულია იმაში, რომ ირანი,
მისი ბირთვული პროგრამის გამო დაწყებული კრიზისის მოგვარების მიზნით ხსენებულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს. იორდანიაში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე ელ-ბარადეიმ აღნიშნა, რომ ამგვარი თანამშრომლობა თავად ირანის ინტერესებშია . რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ირანის ხელისუფალთა მოქმედება, მით უფრო მეტის ნდობით განეწყობა თეირანისადმი საერთაშორისო თანამეგობრობა და მით უფრო მალე მოგვარდება კონფლიქტიც, - განაცხადა ელ-ბარადეიმ. აშშ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს ირანს. თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG