Accessibility links

logo-print

შაბათს, თესალონიკეს მახლობლად, საბერძნეთის


შაბათს, თესალონიკეს მახლობლად, საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში ევროკავშირის სამდღიანი სამიტი დამთავრდა.

შაბათს, თესალონიკეს მახლობლად, საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში ევროკავშირის სამდღიანი სამიტი დამთავრდა.
თესალონიკეში შეტაკება მოხდა ანარქისტებსა და პოლიციას შორის.
იუწყებიან, რომ ძალადობის მიზეზი ქალაქ თესალონიკეში გახდა ანარქისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ანტიგლობალისტთა მშვიდობიან დემონსტრაციას გამოეყო და ხელნაკეთი აალებადი ყუმბარების სროლა დაიწყო, ჩალეწა მაღაზიების ვიტრინები და ცეცხლი წაუკიდა ავტომანქანებს. პოლიციელებმა რამდენიმე ანარქისტი დააპატიმრეს. როგორც იუწყებიან, შეტაკებების დროს არავინ დაშავებულა. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამდღიანი სამიტის დამთავრებისას გამოაქვეყნეს თესალონიკეს მახლობლად მდებარე ზღვისპირა ქალაქ პორტო კარასში ევროკავშირის ლიდერებმა ნათქვამია, რომ დასავლეთი ბალკანეთის ხუთი ქვეყნის: ალბანეთის, მაკედონიის, სერბიისა და ჩერნოგორიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გზა ხსნილია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომავალი სამი წლის განმავლობაში დამატებით ორას მილიონ ევროს გამოუყოფს დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG