Accessibility links

ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთში სამშვიდობო პროცესისათვის


ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთში სამშვიდობო პროცესისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთში სამშვიდობო პროცესისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, არჩევნების გამართვა და მეამბოხე რესპუბლიკასა და ფედერალურ ცენტრს შორის ძალაუფლების გაყოფა აუცილებელია ჩეჩნეთის პრობლემის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად. პუტინმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი არ აპირებს ჩეჩნეთიდან თავისი ჯარების მთლიანად გაყვანას. "ისინი დარჩებიან რესპუბლიკაში, როგორც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ყველა დანარჩენ რეგიონშიო", დასძინა მან. ჩეჩნეთში პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ახმად კადიროვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ რეგიონში ოქტომბერში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ კი, დაახლოებით სამ თვეში, საპარლამენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG