Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი იოანე პავლე მეორე


რომის პაპი იოანე პავლე მეორე კვირას ერთი დღით ეწვია ბოსნიას.

რომის პაპი იოანე პავლე მეორე კვირას ერთი დღით ეწვია ბოსნიას.
ღვთისმსახურებას, რომელსაც პაპი ბოსნიელი სერბების ქალაქ ბანია ლუკაში გაუძღვა, 50 000-მდე ადამიანი დაესწრო. მესის დროს პაპმა ნეტარად შერაცხა ბოსნიელი ხორვატი კათოლიკე თეოლოგი ივან მერცი და ბოსნიელებს სთხოვა, გამოიჩინონ შემწყნარებლობა და აპატიონ ერთმანეთს ომის დროს გამოჩენილი სისასტიკე. იუწყებიან ასევე, რომ მესის ადგილმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ის ჩატარდა მონასტერთან, საიდანაც მეორე მსოფლიო ომის დროს კათოლიკე მღვდელმა წააქეზა სერბების დახოცვა. 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს მონასტერი სერბებმა დაანგრიეს. დღევანდელ ღვთისმსახურებაზე უშიშროების ფართომასშტაბიანი ზომები იყო მიღებული.
XS
SM
MD
LG