Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში რეგისტრირებული 3 მილიონი ამომრჩევლის


ტაჯიკეთში რეგისტრირებული 3 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით 88 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

ტაჯიკეთში რეგისტრირებული 3 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით 88 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.
კენჭისყრის ჩატარებულად გამოსაცხადებლად აუცილებელი იყო მინიმუმ 50 პროცენტის მონაწილეობა. ამომრჩევლებს დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ 50-ზე მეტი საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ. მათ შორის არის უთანხმოების გამომწვევი ცვლილება, რომლის შესაბამისად პრეზიდენტებს უფლება ეძლევათ, 7-წლიანი ვადით ორჯერ იქნენ არჩეული. ამჟამად კონსტიტუცია ერთ 7-წლიან ვადას ითვალისწინებს. ამ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი 2020 წლამდე დარჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე. რეფერენდუმის შედეგები ხვალამდე არ არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG