Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით


ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, იგი მალე დაიწყებს სტიპენდიების გადახდას

ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, იგი მალე დაიწყებს სტიპენდიების გადახდას
ერაყის ამჟამად დაშლილი შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეებისთვის. როგორც უშიშროების საკითხებში ადმინისტრაციის მთავარმა მრჩეველმა უოლტერ სლოკომბმა თქვა, სტიპენდიებს ყოფილ სამხედროებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაუხდიან, ვიდრე ისინი ახალ სამსახურს იშოვნიდნენ. სლოკომბმა დასძინა, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს ერაყის ახალი 12 000-კაციანი დანაყოფი, რომელში გაწვევაც მომავალ კვირაში დაიწყება. გუშინ სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაცია მომავალ თვეში შექმნის პოლიტიკურ საბჭოს, რომელსაც ერაყის მართვის ხელშეწყობა დაევალება.
XS
SM
MD
LG