Accessibility links

ტაჯიკეთის ამომრჩევლებმა მოიწონეს საკონსტიტუციო ცვლილებები


ტაჯიკეთის ამომრჩევლებმა მოიწონეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი საშუალებას აძლევს ამჟამინდელ პრეზიდენტს

ტაჯიკეთის ამომრჩევლებმა მოიწონეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი საშუალებას აძლევს ამჟამინდელ პრეზიდენტს
იმომალი რახმონოვს, ამ თანამდებობაზე კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი - მას შემდეგ, რაც 2006 წელს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურება. ამდენად, რახმონოვს შეეძლება, კიდევ 17 წელიწადს დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, გუშინ მან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას მომავალ არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 93-მა პროცენტმა. სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 96 პროცენტზე მეტმა. ტაჯიკეთის ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გამოაცხადა, რომ არ სცნობს რეფერენდუმის შედეგებს. უცხოელი მეთვალყურეები კენჭისყრას არ დასწრებიან.
XS
SM
MD
LG