Accessibility links

logo-print

ეუთოს კონფერენცია ევროპაში ანტისემიტიზმის აღზევების წინააღმდეგ გზებს ეძებს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ თავის ისტორიაში პირველად გამართა საერთაშორისო კონფერენია, რომელიც ანტისემიტიზმის თემას მიეძღვნა. კონფრენცია გაიმართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,

სადაც ითქვა, რომ ევროპაში ანტისემიტიზმის ტალღა ზრდის სტადიაშია და რომ სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, რათა წინ აღუდგნენ მას.

ვენის ჰოფბურგის სასახლეში, სადაც 65 წლის წინ, მაშინ უკვე გერმანიის მოქალაქემ ადოლფ ჰიტლერმა, ავსტრიის ანექსიის შესახებ ამცნო აღტაცებულ ხალხს, ანტისემიტიზმისადმი მიძღვნილი კონფერენცია გასულ კვირაში მოეწყო. ამ მოგონების გამო, იქ შეკრებილთ, ადამიანთა სულ სხვა კატეგორიის ჯგუფს, შერეული გრძნობები ჰქონდა. მაგრამ ისინი მაინ მოხარული იყვნენ, რომ შეკრება შედგა. თუმცა ბევრი მათგანი ერთობ შეწუხებელი იყო იმ ფაქტის გამო, რომ ამგვარი კონფერენცია საჭირო გახდა, ებრაელთა მოსობრივი დევნიდან ხომ ამდენი წელიწადი გავიდა. ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, რუდოლფ ჯულიანიმ, რომელიც აშშ-ის დელეგაციას მეთაურობდა, თქვა: [ჯულიანის ხმა] "ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ თემაზე ვმსჯელობთ ამდენი წლის და ისტორიის ამდენი გაკვეთილის შემდეგ. 1930-ში რომ ემოქმედათ, მილიონობით ადამიანი გადარჩებოდა. სიტყვები არ იქნებოდა მათ გადასარჩენად საკმარისი და სიტყვები არ იქნება საკმარისი ამ ტალღის შესაჩერებლად, რომელიც კვლავ იზდება ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში". დღევანდელი პრობლემა, როგორც კონფრენეციაზე ითქვა, არ არის ძველის მსგავსი, როცა სინაგოგებს და ებრაელებს თავს ესხმოდნენ. დელეგატების თანახმად, ახლა საქმე გვაქვს თანამედროვე ფორმებთან, ანტისემიტისტური პროპაგანდა ვრცელდება ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით და როგორც ერთმა მონაწილემ აღნიშნა, ამასთან, ფარულად. მათივე თანახმად, ეს წარმოქმნა ახლო აღმოსავლეთის შესახებ კამათმა - ისრაელის მთავრობის ნაცვლად ებრაელთა კრიტიკა დაიწყო. კონფერენციაზე აფღინიშნა, რომ ევროპის ინტელექტუალურ წრეებში, ასეთი მიდგომა გავრცელებულია. ვენაში კონფერენციაზე გაისმა სხვა მაგალითებიც: პოლონეთში ფეხბურთის მოყვარულები "ებრაელს" სალანძღავ სიტყად ხმარობენ, ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ წევრს უთქვამს, ჩვენი პრემიერი "ებრაელი მრჩევლების მონააო". კიდევ ერთი მაგალითი: საბერძნეთის ერთ გაზეთს გამოუქვეყნებია კარიკატურა, რომელზეც გამოსახული ერთი ისრაელი ჯარისკაცი მეორეს ეუბნება: "დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში იმისთვის კი არ ვიყავით, რომ გადავრჩენილიყავით, არამედ, რომ გვესწავლაო".
ბრიტანეთის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლ პარლამენტშორისი საბჭოს ხელმძღვანელია გრევილ ჯანერი: [ჯანერის ხმა] "ახალი ანტისემიტიზმი ძველის აღდგენაა ახალი ფორმით. ასევე ახლო აღმოსავოლეთიდან მომავალი მაჰმადიანური ანტისემიტიზმის ფორმით. ისინი ამბობენ, ნუ გვაბრალებთ 11 სექტემბერს ჩვენ, ყველა ებრაელი გავიდა გარეთ, მათ ამის შესახებ იცოდნენ, მათი გაკეთებულია ეს. როგორი სისულელეა, ეს არის ახალი, ეს არის განსხვავებული". კონფერენციის ყველა დამსწრე არ ეთანხმება აზრს, რომ ანტისემიტიზმი იზრდება ევროპაში. ამის შესახებ ნათქვამი იყო ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის საბერნეთის განცხადებაში. შუა და აღმოსავლეთი ევროპის არაერთმა დელეგატმაც თქვა, რომ მათ საზოგადოებებში ანტისემიტიზმის ზრდას ვერ შენიშნავენ. ლატვიის სოციალური ინტეგრაციის მინისტრმა ნილს მუიზნიეკსმა განაცხადა, რომ უფრო ვიწრო გაგებით ანტისემიტიზმი ვრცელდება, მაგალითად ის აზრი, რომ ბოლშევიზმს ებრაელებმა ჩაუყარეს საფუძველი. რუსეთის წარმომადგნელმა ილაპარაკა იმაზე, რომ მის ქვეყანში, ოფიციალური პირები სიტყვით გმობენ ანტისემიტიზმს, მაგრამ არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი აშკარა ანტისემიტურ აზრებს გამოთქვამს. ვენის ამ კონფრენცის მონაწილეებმა ანტისემიტიზმის ამ გამოვლენების დაძლევის გზებზე ილაპარაკეს. ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში უნდა გამკაცრდეს სიძულვილის წინააღმდეგ კანონი. სწრაფად უნდა იქნეს ხოლმე დაგმობილი მითები, რომ 11 სექტემბრის თავდასხმის შესახებ ებრაელებმა იცოდნენ. გამოითქვა აზრი, რომ ის ამერიკული უებსაიტები, რომლებიც ანტისემიტურ მასალებს ავრცელებენ დაიხურონ. კონფრენციის მონაწილე ამერიკელი კონგრესმენი ელსი ჰასტინგსის აზრით, მათ დახურვას აზრი არ ექნებოდა.

ეუთო მომავალი სექტემბრისთვის დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის წინააღმდეგ კონფერენციას გეგმავს.
XS
SM
MD
LG