Accessibility links

logo-print

გადალახავენ თუ არა შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი მათ შორის აღმოცენებულ უფსკრულს?


ოთხშაბათისთვის დანიშნულ ყოველწლიურ სამიტზე შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი შეეცდებიან მათ შორის უკანასკნელ ხანებში გაჩენილი დაძაბულობის განეიტრალებას.



ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმასპინძლებს ევროკავშირის დელეგაციას, რომელსაც ევროპის კომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი უხელმძღვანელებს. მის გარდა სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინოს სიმიტისი და ევროპის კავშირის კომისარი ვაჭრობის სფეროში პასკალ ლამი.

ევროპის კავშირმა, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ერსწრაფვის ერაყის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გამო, გასულ კვირაში საბერძნეთში გამართულ სამიტზე მიანიშნა, რომ შეეცდება ვაშინგტონთან საერთო ენა გამონახოს მთელ რიგ პრობლემებთან დაკავშირებით.

სხვანაირად წამოუდგენელიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის მოცულობა 2 500 ტრილიონ დოლარს უდრის. ვერცერთი მხარე ვერ მისცემს თავს ამ ფაქტორის უგულვებელყოფის უფლებას.

გასულ კვირაში ევროპის კავშირის სამიტზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ შეეცადა ბიძგი მიეცა ატლანტიკურ კავშირში ევროპის უფრო მყარი თანამშრომლობისთვის.

მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკია ვაშინგტონთან უთანხმოების დაძლევის აუცილებლობაზე მას მერე, რაც ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ესენია გლობალური დათბობის საკითხზე კიოტოს ხელშეკრულება, რომელსაც ამერიკამ ხელი არ მოაწერა. აგრეთვე ვაშინგტონის უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობაზე. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ანტიტერორისტულმა ტერორისტულმა კამპანიამ და ერაყის წინააღმდეგ ომმა.

არის კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ამერიკასა და ევროპას შორის დაპირისპირება სერიოზულ მასშტატებებს იძენს. ესაა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეული კულტურების მოყვანისთვის ხელის შეწყობა. ამისთვის ვაშინგტონი ითხოვს, რომ ევროპამ თავისი ბაზრები გაუხსნას ასეთ პროდუქტებს, რაზეც ეკოლოგიურად ორიენტირებული ევროპელები კატეგორიულ უარს აცხადებენ.

ორშაბათს კალიფორნიაში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია გენურად მანიპულირებული საკვების შესახებ. ევროპის კავშირმა უკმაყოფილების ნიშნად დემონსტრატიულად აარიდა თავი მასში მონაწილეობას. საკრამენტოში, რომელიც მასპინძლობს ამ კონფერენციას, ასობით ამერიკელმაც გამართა საპროტესტო აქციები ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
ევროპის კავშირის სამიტზე ამერიკასთან კავშირების გაღრმავების ყველაზე მკაფიო მცდელობას შეიცავდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორის, ხავიერ სოლანას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი. სოლანას თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობა "აუნაზღაურებელია".

ანალიტიკოსები ერთსულოვანნი არიან იმის თაობაზე, რომ ევროპასა და ამერიკას შორის დაპირისპირებების განელება აუცილებელი და შესაძლებელია, მაგრამ ამას ერთი და ორი სამიტი არ ეყოფა. ვინაიდან ამჟამად ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს რიგი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ეჭვქვეშ აყენებენ თანამშრომლობის აუცილებლობის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG