Accessibility links

ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და


ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა დღეს, აღმოსავლეთ ერაყში მომხდარი ორი ინციდენტის შედეგად.

ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა დღეს, აღმოსავლეთ ერაყში მომხდარი ორი ინციდენტის შედეგად.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ბრიტანელი ჯარისკაცები თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ თუ უბედური შემთხვევისა. ტრაგიკული ინციდენტების ამბავი ჟურნალისტებს დღეს საღამოს დაუდასტურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯოფ ჰუნმა: [ჯოფ ჰუნის ხმა] "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს ორი სერიოზული ინციდენტი მოხდა მაისანის პროვინციის ქალაქ ალ ამარაში, ბასრის ჩრდილოეთით. ამ ინციდენტებს შედეგად მოჰყვა ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცის სიკვდილი. არიან დაშავებულებიც, მათგან, სულ ცოტა, ორის მდგომარეობა მძიმეა." დღესვე, ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ ელ-ფალუჯაში აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს ცეცხლი გაუხსნეს რეაქტიული ნაღმსატყორცნიდან. ჯარისკაცებმა ცეცხლს ცეცხლითვე უპასუხეს. ქალაქ რამადიში, ასევე ბაღდადის დასავლეთით, ამერიკელთა ბადრაგმა ესროლა მისი მიმართულებით მოძრავ რამდენიმე ავტომანქანას, რომლებიც არ დაემორჩილნენ ბრძანებას, გაჩერებულიყვნენ. ამ ინციდენტებში ხუთი ერაყელი დაიღუპა. დაიჭრა ორი ამერიკელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG