Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის, სადამ ჰუსეინისა და მათი მსგავსი სხვა ძებნილი პირების დაჭერა მხოლოდ დროის საქმეა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის, სადამ ჰუსეინისა და მათი მსგავსი სხვა ძებნილი პირების დაჭერა მხოლოდ დროის საქმეა.
დღეს, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე კემპ დევიდის რეზიდენციაში გამოსვლისას, ბუშმა აღნიშნა, რომ ბინ ლადენისა თუ სადამ ჰუსეინის ძებნა, შესაძლოა, რამდენიმე დღეს, რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. მაგრამ, მისივე თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანი დასჭირდება მათი და მათი მსგავსი დამნაშავეების დაჭერას. ჯორჯ ბუშმა დღეს კემპ დევიდში მიიღო პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი და მის ქვეყანას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება აღუთქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აგრეთვე, რომ ვაშინგტონი და ისლამაბადი ხელს მოაწერენ მსხვილმასშტაბიან ხელშეკრულებას ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. პაკისტანი აშშ-ის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG