Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია დიდ ბრიტანეთს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია დიდ ბრიტანეთს.
პუტინსა და მის მეუღლე ლუდმილას, ჰითროუს აეროპორტში უფლისწული ჩარლზი დახვდა. საღამოს რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საპატივცემულოდ დედოფალმა ელისაბედმა, მისმა მეუღლემ, უფლისწულმა ფილიპმა და მათმა ვაჟმა, ჩარლზმა, ოფიციალური სადილი გამართეს ბუკინგემის სასახლეში. პუტინის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან ხვალისთვის არის დანიშნული. მოლაპარაკების მთავარი თემებია ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ევროპისთვის რუსეთის ენერგომატარებლების მიწოდება. მოსკოვისა და ლონდონის ურთიერთობა ბოლო ხანს გართულდა ერაყის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომის გამო.
XS
SM
MD
LG