Accessibility links

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინურ ქალაქ


ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინურ ქალაქ ბეით-ხანუნის მახლობლად,

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინურ ქალაქ ბეით-ხანუნის მახლობლად,
ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებთან შეტაკების შედეგად დღეს დაიღუპა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ორი აქტივისტი. დაიჭრა ერთი ისრაელი ჯარისკაცი. როგორც "ჰამასის" წარმომადგენელი იტყობინება, შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რათა შური ეძიათ ახლახან დაჯგუფების ხელმძღვანელობის წევრის მოკვლისთვის. თელ-ავივის შემოგარენში დაკავებულია ორი პალესტინელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში. დღეს ისრაელისა და პალესტინელთა სპეცსამსახურების წარმომადგენლები კვლავ მართავენ მოალაპარაკებას პალესტინელთან ტერიტორიებიდან ღაზის სექტორსა და ქალაქ ბეთლემიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გაყვანის საკითხზე.
XS
SM
MD
LG