Accessibility links

ავღანეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი


ავღანეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი, რომლებსაც მკრეხელობაში ედებათ ბრალი. ავღანეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა მახდომ რაჰინმა თქვა,

ავღანეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი, რომლებსაც მკრეხელობაში ედებათ ბრალი. ავღანეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა მახდომ რაჰინმა თქვა,
რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მას არ დაუზუსტებია, ემუქრებათ თუ არა მათ სასამართლო. ჟურნალისტები დააკავეს მასალების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც ავღანეთის ხელისუფლებამ ისლამისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს ავღანეთის ლიდერის, ჰამიდ კარზაის მოქმედება, რომელმაც მოიწონა დაპატიმრება, და ჟურნალისტების განთავისუფლებისკენ მოუწოდეს მას.
XS
SM
MD
LG