Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში საგანგებო დამოუკიდებელმა კომისიამ


სამხრეთ კორეაში საგანგებო დამოუკიდებელმა კომისიამ დაადასტურა, რომ მთავრობამ საიდუმლოდ გადასცა ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობას ასი მილიონი დოლარი,

სამხრეთ კორეაში საგანგებო დამოუკიდებელმა კომისიამ დაადასტურა, რომ მთავრობამ საიდუმლოდ გადასცა ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობას ასი მილიონი დოლარი,
რათა მიეღწია მისი მონაწილეობისთვის კორეის სამიტში 2000 წელს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სონ დუ ხვანმა თქვა, სრულიად აშკარაა, რომ ამ თანხის გადახდის გარეშე კორეის შეხვედრა უმაღლეს დონეზე არ შედგებოდა. სამხრეთი კორეის მაშინდელმა პრეზიდენტმა კიმ დე ჩჟუნმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში ორი კორეული სახელმწიფოს გაერთიანების მცდელობისთვის. სონ დუ ხვანი დათანხმდა, არ აღძრას ბრალდება ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ. გამოძიების მსვლელობაში რვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს წაუყენეს ბრალდება თანამდებობრივ დანაშაულში.
XS
SM
MD
LG