Accessibility links

საფრანგეთის სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ ორი


საფრანგეთის სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე მოეპოვებოდათ ინფორმაცია ირანის ოპოზიციური დაჯგუფება "სახალხო მოჯაჰედების" მიერ ტერაქტების მომზადების თაობაზე.

საფრანგეთის სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე მოეპოვებოდათ ინფორმაცია ირანის ოპოზიციური დაჯგუფება "სახალხო მოჯაჰედების" მიერ ტერაქტების მომზადების თაობაზე.
ამის შესახებ ცნობები დღეს გაჩნდა საფრანგთის გაზეთ "ფიგაროში" და ამერიკის გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსში". საფრანგეთის კონტრდაზვერვის მონაცემებით, ექსტრემისტები თავდასხმებს გეგმავდნენ ირანის საელჩოებზე ევროპაში, აგრეთვე თავიანთი იმ ყოფილი თანამოაზრეების მოკვლას, რომლებიც ირანის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ. ერთი კვირის წინათ საფრანგეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა "სახალხო მოჯაჰედების" წინააღმდეგ. პატიმრობაში იმყოფება კიდევ ათი აქტივისტი. ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. "სახალხო მოჯაჰედების" სამხედრო ფრთა ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG