Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის


შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გამწვავება.

შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გამწვავება.
ამ განცხადებით გამოვიდა დღეს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ვაშინგტონში, სადაც მიმდინარეობს შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის სამიტი. ირანის პრობლემაზე საუბრისას ბუშმა თქვა, რომ, სამიტის მონაწილეთა საერთო აზრით, ირანმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და არ ეცადოს ბირთვული იარაღის შეძენას. ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ პალესტინელთა რადიკალური ორგანიზაცია "ჰამასის" დაფინანსება. მისი თქმით, "ჰამასი" და მსგავსი ორგანიზაციები ლიკვიდირებულ უნდა იქნენ.
XS
SM
MD
LG