Accessibility links

logo-print

40 წელი გავიდა მას შემდეგ


40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ბერლინში წარმოთქვა სიტყვები: "Ich bin ein Berliner",

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ბერლინში წარმოთქვა სიტყვები: "Ich bin ein Berliner",
რაც ნიშნავს "მე ბერლინელი ვარ". ბერლინში კენედის ამ ისტორიული სტუმრობის მე-40 წლისთავის აღსანიშნავად დღეს ბერლინში, ადგილობრივი დროით 18:45-ზე, ანუ იმ დროს, როცა 1963 წლის 26 ივნისს კენედი გამოვიდა თავისი მიმართვით, შიონებერგის რაიონში მერიის აივნიდან ააჟღერებენ ისტორიული მიმართვის ჩანაწერს. კენედი ამ ანტიკომუნისტური სულისკვეთების მიმართვით გამოვიდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთი გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში კედელი ააგო და ქალაქი ორად გახლიჩა. კენედიმ თანაგრძნობა გამოუცხადა ბერლინელებს: [ჯონ კენედის ხმა] "ყველა თავისუფალი ადამიანი, სადაც უნდა ცხოვრობდეს, ბერლინელია და ამიტომ მეც, როგორც თავისუფალი ადამიანი, სიამაყით ვამბობ "Ich bin ein Berliner". სულ ხუთი თვის შემდეგ, 1963 წლის ნოემბერში, კენედი დალასში მოკლეს. ბერლინის კედელი კი კიდევ მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხანი, 1989 წლის ნოემბრამდე ყოფდა ქალაქს. იუწყებიან ასევე, რომ გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ ამერიკელ კოლეგა ჯორჯ ბუშისადმი ბარათში კენედის სიტყვა გერმანიის ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვან მომენტად მოიხსენია. მანვე მადლობა გადაუხადა ამერიკას მხარდაჭერისათვის, რომელსაც ის გერმანიას უწევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG