Accessibility links

logo-print

ტონი ბლერმა და ვლადიმირ პუტინმა


ტონი ბლერმა და ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს დაადასტურეს, რომ მათ ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.

ტონი ბლერმა და ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს დაადასტურეს, რომ მათ ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა ამ საკითხზე ისაუბრეს ლონდონში, სადაც ხუთშაბათს დამთავრდა პუტინის სახელმწიფო ვიზიტი. ხუთშაბათსვე მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთისა და დასავლეთი ევროპის დამაკავშირებელი გაზსადენის შესახებ. ბლერის თქმით, ერაყში ომის თაობაზე ორ მხარეს შორის უთანხმოების მიუხედავად, ლონდონი და მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო საკითხებში. ბლერის სიტყვებით: [ბლერის ხმა] "რა უთანხმოებაც უნდა ყოფილიყო ერაყის გამო, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სარბიელზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული საკითხები, მსოფლიოში მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები". ხოლო პუტინმა ისაუბრა რუსეთისა და ბრიტანეთის პოზიციების თანხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.
XS
SM
MD
LG