Accessibility links

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ მოკლა ორი


ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ მოკლა ორი პალესტინელი, რომლებიც, სავარაუდოდ, აფეთქების მოწყობას აპირებდნენ. ისინი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან გადავიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ მოკლა ორი პალესტინელი, რომლებიც, სავარაუდოდ, აფეთქების მოწყობას აპირებდნენ. ისინი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან გადავიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.
პოლიციის ინფორმაციით, იმავე რაიონში დააკავეს კიდევ ორი პალესტინელი. იმ ადგილის მახლობლად კი პალესტინელმა ახალგაზრდამ მოკლა ერთი ისრაელი, ვიდრე მას უშიშროების მუშაკები დაჭრიდნენ. თავდასხმის პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ "ალ-აქსას წამებულთა ბრიგადამ" იკისრა. ძალადობის ამ აქტების ფონია პალესტინელთა წარმომადგენლების განცხადება, რომ თითქმის დაიყოლიეს ისლამისტი ექსტრემისტები ისრაელზე თავდასხმების დროებით შეწყვეტაზე. იასირ არაფატის თქმით, მოსალოდნელია, რომ დღესვე, მოგვიანებით გაკეთდება ოფიციალური განცხადება ზავის შესახებ. მაგრამ გასამხედროებული დაჯგუფებების "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" თქმით, ზავზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია და მის შესახებ განცხადება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გააკეთონ. ისრაელის ვიცე-პრემიერი ეჰუდ ოლმერტი შიშობს, რომ ზავი ექსტრემისტებს გადაჯგუფებისა და ახალი იერიშების მომზადების დროს მისცემს.
XS
SM
MD
LG