Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს პარტია "ლიბერალური რუსეთის"


რუსეთში დააკავეს პარტია "ლიბერალური რუსეთის" თანათავმჯდომარე მიხაილ კოდანიევი, რომელიც ეჭვმიტანილია ამავე პარტიის ლიდერის,

რუსეთში დააკავეს პარტია "ლიბერალური რუსეთის" თანათავმჯდომარე მიხაილ კოდანიევი, რომელიც ეჭვმიტანილია ამავე პარტიის ლიდერის,
სერგეი იუშენკოვის მკვლელობასთან კავშირში. რადიო "ეხო მოსკვის" ინფორმაციით, პოლიციამ კოდანიევი დააპატიმრა კედიმკარში, რომელიც კომი-პერმიაკის რეგიონში მდებარეობს. რუსეთის გენერალურ პროკურატურას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კოდანიევის დაკავების თაობაზე. იუშენკოვი მოკლეს აპრილში, სულ მალე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი პარტია მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG