Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქებენ შეთანხმებას


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქებენ შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პოლიტიკის შესახებ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქებენ შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პოლიტიკის შესახებ.
საქმე ეხება ამ სფეროში რეფორმას, რომელსაც ევროკავშირის წევრები ლუქსემბურგში 16-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დაყაბულდნენ. მთავარი ცვლილება ეხება ფერმერებისათვის განკუთვნილ სუბსიდიებს, რომლებიც აღარ იქნება დამოკიდებული პროდუქციის მოცულობაზე. ამიერიდან სუბსიდიებს ფერმის მოცულობას დაუკავშირებენ, თუმცა დაშვებულია ზოგი გამონაკლისი. რეფორმას ევროკავშირის ფაქტობრივად ყველა წევრი ქვეყანა მიესალმა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან პიერ რაფარენმა ბერლინში ვიზიტისას აღნიშნა, რომ რეფორმა ბოლოს უღებს გაურკვევლობას და ფერმერებს ევროპაში "თამაშის წესებს" აგებინებს: [რაფარენის ხმა] "კომპრომისი პოზიტიურია. იმიტომ, რომ ბოლოსდაბოლოს წესებს აგებინებს ევროპელ ფერმერებს. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ფერმერები გაურკვევლობაში იყვნენ - მათ უნდა იცოდნენ თამაშის წესები." სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდიების აქამედ მოქმედ სისტემაზე ევროკავშირის წლიური საოპერაციო ბიუჯეტის თითქმის 50 პროცენტი იხარჯებოდა.
XS
SM
MD
LG