Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებები


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებები ერაყში, რომელთაგან ერთმა ამერიკელი საზღვაო ქვეითის სიცოცხლე შეიწირა, არ გამოიწვევს ცვლილებას იქ აშშ-ის ოპერაციაში.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებები ერაყში, რომელთაგან ერთმა ამერიკელი საზღვაო ქვეითის სიცოცხლე შეიწირა, არ გამოიწვევს ცვლილებას იქ აშშ-ის ოპერაციაში.
კაპიტანმა შონ მაკუილიამსმა საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსს" უთხრა, რომ აფეთქება ამერიკულ სამხედრო ბადრაგთან, რომელიც ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტისაკენ მიეშურებოდა, არ შეაჩერებს ოპერაციას. [მაკუილიამსის ხმა] "გვინდა ყველამ გაიგოს, რომ ასეთი იერიში ხელს ვერ აგვაღებინებს ჩვენს მისიაზე. მოიერიშეებს სურდათ, ხელი შეეშალათ ახალი, დემოკრატიული ერაყის მშენებლობაში, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. მათი მოქმედების შედეგი მხოლოდ ერაყელი სამოქალაქო პირებისათვის ზიანის მიყენებაა". ერთი ერაყელი მამაკაცი დაიღუპა და ერთი დაშავდა მათი ელექტროფირმის მანქანის აფეთქების შედეგად. მათ თან ახლდა ორი ამერიკული დაჯავშნული ავტომანქანა. მათში მყოფი ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა, როცა ისინი დასახმარებლად გაეშურნენ, მაგრამ ავარიაში მოყვნენ. იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადში იერიშმა ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 8 სამხედრო მოსამსახურე. ხოლო ბაღდადის ჩრდილოეთით ნავთობსადენის აფეთქებამ განვლილი ორი კვირის მანძილზე უკვე მეექვსედ შეაფერხა საწვავის ტრანსპორტირება. ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ნავთობმრეწველობის მინისტრის, თამერ ხადბანის განცხადებით, ნავთობსადენზე თავდასხმების სერია არ იმოქმედებს ერაყიდან ნავთობის ექსპორტის განახლებაზე.
XS
SM
MD
LG