Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქაშმირის შტატში მომხდარი შეტაკებების


ინდოეთის ქაშმირის შტატში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 12 ინდოელი სამხედრო მოსამსახურე

ინდოეთის ქაშმირის შტატში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 12 ინდოელი სამხედრო მოსამსახურე
და ორი მაჰმადიანი მეამბოხე. კიდევ შვიდი ჯარისკაცი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სამხედროების პოზიციებს სეპარატისტები გამთენიისას დაეხსნენ თავს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. თავდასხმა დაემთხვა ქაშმირში ინდოეთის პრეზიდენტის აბდულა კულამის ვიზიტს, რომელიც ამ შტატში პრეზიდენტის პირველი სტუმრობაა ბოლო ხუთი წლის მანძილზე. დელი პაკისტანს ადანაშაულებს ისლამისტი ექსტრემისტების მხარდაჭერაში, რომლებიც სისტემატურად ესხმიან თავს ქაშმირის ინდურ სოფლებსა და ინდოელ სამხედრო მოსამსახურეებს. პაკისტანი ამ ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG