Accessibility links

logo-print

ერაყში დღეს ორი ამერიკელი სამხედრო


ერაყში დღეს ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გვამები იპოვეს.

ერაყში დღეს ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გვამები იპოვეს.
ჯარისკაცები ოთხშაბათს, ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ბალადის მახლობლად დაიკარგნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა შონ გიბსონმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. [შონ გიბსონის ხმა] "კოალიციის ძალებმა დღეს აღმოაჩინეს შეერთებული შტატების არმიის ორი ჯარისკაცის გვამები. ეს ჯარისკაცები 25 ივნისიდან დაკარგული იყვნენ. მათი გვამები იპოვეს ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით. მათი ამოცნობა მოხერხდა." წუხელ, კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში, ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, როცა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს ჩასაფრებულმა პირებმა. გასული კვირის მანძილზე ერაყში კიდევ სამი ამერიკელი და ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG