Accessibility links

logo-print

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის


ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კონდოლიზა რაისი დღეს ახლო აღმოსავლეთს ესტუმრა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კონდოლიზა რაისი დღეს ახლო აღმოსავლეთს ესტუმრა.
დღესვე, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ იერიქონში, იგი შეხვდა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს. ავტონომიის ინფორმაციის მინისტრმა ნაბილ შაათმა, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, რაისის ვიზიტს მაღალი შეფასება მისცა. შაათის თქმით, ახლო აღმოსავლეთში რაისის სტუმრობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვაშინგტონი მართლაც დაინტერესებულია "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმის განხორციელებით. ხვალისთვის დაგეგმილია კონდოლიზა რაისის შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან არიელ შარონთან.
XS
SM
MD
LG